|
2017-12-11 15:14:07, 1583 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს
მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს, აქედან 100 მილიონი სახელფასო ანაზღაურებებია, ხოლო 40 მილიონი - ადმინისტრაციული ხარჯი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, ის პარლამენტში ხვალ უფრო დეტალურად ისაუბრებს. "მიმდინარე წლის სტატისტიკით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარის ეკონომია გვაქვს ამ ნაწილში. აქედან 100 მილიონი არის სახელფასო ანაზღაურებები და 40 მილიონი ადმინისტრაციული ხარჯი. ვფიქრობ, 140 მილიონი საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობა ორიენტირებულია ოპტიმიზაციის მაღალ ხარისხზე. სხვა რეფორმებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი იქნება საბაჟო რეფორმა. ეს არის მომავალი წლის გეგმები და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისგან დროული უკუკავშირი, რადგან ბიზნესი ხედავს ყველაზე უკეთესად, ჩვენ რა საკითხები გვაქვს გასაუმჯობესებელი საბაჟო პროცედურებში და შევთანხმდით, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება. სამუშაო ჯგუფიც გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა წარმატებით დაინერგება", - განაცხადა ბახტაძემ.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)