|
2017-12-11 14:22:04, 1810 ნახვა
კომენტარი
რურუა: ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა
„ეს უგუნური ქმედება ძალიან დიდი სირცხვილია უკრაინის და საქართველოსთვისაც, რადგან ორივე ქვეყანაში იდევნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მორაობის“ წევრმა ნიკა რურუამ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. აქციის მონაწილეები სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ და უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი და ძალიან სწორი. შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა. ეს უგუნური ქმედება ძალიან დიდი სირცხვილია უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც, რადგან ორივე ქვეყანაში იდევნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჩვენ უკრაინის საელჩოსთან შევიკრიბეთ იმიტომ რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მას. ეს ელემენტარულია და ყველამ უნდა გააკეთოს, ვისაც აღელვებს ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“, -განაცხადა ნიკა რურუა.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)