|
2017-12-11 14:03:19, 1863 ნახვა
კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პროპაგანდას მხოლოდ ცივილური მეთოდებით უპირისპირდება: „რუსული პროპაგანდა საკმაოდ რთული თემა გახდა არა მხოლოდ ჩენთვის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც, ჩვენ ცივილური მეთოდებით ვიბრძვით. პროპაგანდას არასოდეს არ დავპირისპირებივართ ანტიპროპაგანდით, არ ვაპირებთ, რომ ეს გავაკეთოთ მომავალში. ჩვენ პროპაგანდას ვუპირისპირდებით ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების გაზრდით და ამას კარგად ვუმკლავდებით“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრმა, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კონტექსტში ვიზალიბერალიზაციის პროცესი ახსენა. დოლიძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეთა 95%-ზე მეტმა ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის წესები იცის. ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს: „ 95%-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა იციან, როგორ უნდა იარონ უვიზოდ ევროკავშირისა და შენგენის ზონაში, 95%-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რა არ უნდა გააკეთონ, რომ ისინი არ გამოაძევონ, ან საფრთხე არ შეუქმნან ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მიმდინარეობს ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ, ვიცე-პრემიერის პორტფელის ხელში კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტი ასახვა ექნება როგორც საგარეო, ისე საშინაო კომუნიკაციას ამ თვალსაზრისით“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)