|
2017-12-11 13:42:21, 1845 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: მინისტრად დანიშვნიდან 3 თვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სტრუქტურული ცვლილება საჭირო იყო
საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და მთავრობის ერთობლივი კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დრო სჭირდება, თუმცა მინისტრი დარწმუნებულია, ერთობლივი შრომით, ეს დღე დადგება: „24 ნოემბერს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სიმბოლიკების გარეშე რომ ვთქვათ, იყო მართლაც პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული და ძალიან მნიშვნელოვანი. ხვალ რომ გავიღვიძებ, მინდა, რომ ევროკავშირის წევრი ვიყო, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, მაგრამ ჩვენ რეალობაზე დაფუძნებული ვართ და ვიცით, რომ ეს ერთ დღე-ღამეში არ მოხდება, მაგრამ მოხდება ძალიან დიდი შრომის ფასად. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ამასთან, ვიქტორ დოლიძემ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ევროინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატის გაერთიანების თაობაზე. დოლიძის შეფასებით, ეს არის საჭირო გადაწყვეტილება, რომლის ამოცანა ნაკლები დანახარჯებით მმართველობის ეფექტურობის გაზრდაა: „დღეს ბევრს საუბრობენ, უნდა იყოს თუ არა სამინისტროების ამგვარი შერწყმა. უნდა იყოს. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ შეიძლება მცირერიცხოვანი, მაგრამ ვიყოთ ეფექტური მთავრობა. მქონდა პატივი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი ვყოფილიყავი, მაგრამ მერწმუნეთ, თავიდანვე, განსაკუთრებით 3 თვის შემდეგ, ვიჯერე ის, რომ ეს საჭირო იყო. რადგან ჩვენ შეიძლება ვიყოთ ცოტანი, მაგრამ ვიყოთ ეფექტური. ვიყოთ მენეჯმენტზე ორიენტირებული და ორიენტირებული იმაზე, ნაკლები დანახარჯებით რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. დოლიძის განმარტებით, საქართველო ბევრ სფეროში საკუთარი წარმატებით ამაყია: „საქართველო არის ამაყი ქვეყანა იმ წვლილით, რაც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალბათ, ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეგვეკამათება.ვფიქრობ, ჩვენი ევროკავშირთან დღევანდელი ურთიერთობა, რომელიც წარმოადგენს ალბათ არა მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებს, არამედ შიდა პრიორიტეტებს ჩვენი ქვეყნისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია, გვეამაყებოდეს.ჩვენ დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული თავდაცვვით, უსაფრთხოებით, კულტურით, ჰუმანიტარული ურთიერთობით, ვართ ქვეყანა, რომელიც შეიძლება იყოს ამაყი და გავუზიაროთ მონაპოვარი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მან ასევე მოლდოვასთან და უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა: „მინდა, ზახი გავუსვა მოლდოვასთან და უკრაინასთან ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც დავიწყეთ სამიტამდე მათთან ურთიერთობები იმიტომ, რომ ჩვენ ერთ ნავში უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიყოთ, რადგან ეს იქნება უფრო მეტად საჭირო ბერკეტი, რათა ჩვენი ინტეგრაცია რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით რეალურად მივაღწიეთ შედეგებს და შედეგი იყო 24 ნოემბერი“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)