|
2017-12-09 10:27:07, 1858 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა
დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა, რასაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მიზანმიმართულობას და დიდ ძალისხმევას ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ღირსეულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ასევე მისიის ხელმძღვანელის საქართველოში საქმიანობის ვადის ამოწურვას მიეძღვნა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა უილიამ ლაჰიუს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით ქვეყნის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისი დაარსების დღიდან დაუღალავად შრომობს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად და მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და დახმარებას უწევს მთავრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზაზე. „სიხარულით აღვნიშნავ საქართველოს თანმიმდევრულ პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ნატოს სტანდარტებსა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში და ნატოს სამომავლო წევრობისთვის საქართველოს მომზადებაში. ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების მხარდაჭერის წყალობით საქართველო იქცა ნამდვილ რეგიონულ ლიდერად დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცების კუთხით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია არის მნიშვნელოვანი ეტაპი ნატოსთან დაახლოების გზაზე და ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატოს ჯარებთან საქართველოს ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ძვირფასო უილიამ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა პირადად მოგახსენოთ მადლობა წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში თქვენ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, ემოციური წვლილისთვის. მადლობას გიხდით, რომ მოგვეცა თქვენი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, დიდად ვაფასებთ. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში. ჩვენ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ, რადგანაც დიდად ვაფასებთ ჩვენს განსაკუთრებულ მეგობრობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)