|
2017-12-09 10:20:50, 1842 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში: მაია ფელიშვილი - ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი, ვლადიმერ ადამია - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი, ნინო დუმბაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი, კახა ტაბატაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პაატა მოსულიშვილი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. "მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პატრულს, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ადამიანებს ასეთი პრობლემების დროს. ის ადამიანები, ვისაც ჩვენ მივეცით იარაღი, ვისაც მივეცით ძალაუფლება, ვისაც მივეცით ხელში ძალა, ეს ადამიანები ამ ძალას სწორედ ჩაგრულთა დასაცავად იყენებენ, მათი პრობლემების შესამსუბუქებლად. მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ამ ბევრი, ტრაგიკული შემთხვევის გააზრებით, რომელიც მოხდა ქალებთან და ბავშვებთან მიმართებაში, ჩვენ ჩვენს ძალას, როგორც ძლიერი ადამიანები, გამოვიყენებთ საზოგადოების აღსაზრდელად და მაგალითის საჩვენებლად - რას ნიშნავს ძლიერი ადამიანი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მიღებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სასახლის ფოიეში მოწყობილი გამოფენა "ხმა ქართველი ქალისა" დაათვალიერეს, რომელიც კატო მიქელაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთის "ხმა ქართველი ქალისა" 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენა ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი ქართველი ქალების სამ თაობას აერთიანებს და მასზე წარმოდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებითა და ხელშეწყობით განხორციელებული სამი პროექტის მცირე ნაწილი: "50 ქალი საქართველოდან" (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი), "ქალები საქართველოდან" (NDI და შვედეთის განვითარების სააგენტო SIDA), "გოგონები მომავლიდან" (UNFPA საქართველოს ოფისი და შვედეთის მთავრობა). სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)