08:38 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 13:20:11, 1821 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე ბარამიძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ადამიანის უფლებათა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ალექსანდრე ბარამიძემ მოხსენება წაიკითხა.

უწყების ცნობით,  მან ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები გააცნო.

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის, სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია და თანმდევი კანონპროექტების მიღება, ანტიდისკრიმინაციული კანონი,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შეტანილი საჩივრების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება,  მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, პროკურატურის რეფორმა, გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებული რეფორმები − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ალექსანდრე ბარამიძემ თავის მოხსენებაში გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ბარამიძემ შეხვედრები გამართა  ევროპარლამენტის, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრებზე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში  ევროკავშირთან დაახლოებისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით  ხორციელდება.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics