14:42 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 17:18:37, 1539 ნახვა

კომენტარი
ადა მარშანია: რით ვართ დაკავებული, ბოლომდე ვერ გავიგე, ვითომ პარლამენტი გვაქვს ქვეყანაში

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია რამდენიმე დღის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც ორი მოზარდი გარდაიცვალა.

მან სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, მისი შეფასებით, ქვეყანაში მსგავსი სისატიკეები ხდება:

„გვიფიქრია, რატომ ხდება ასეთი სისასტიკეები ქვეყანაში.მივედით დასკვნამდე, რომ ძალიან დიდი, მძლავრი უსამართლობა სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ბობოქრობს უსამართლობა და ეს ეხება ყველა საკითხს.რას ხედავს ახალგაზრდა ჩვენს ქვეყანაში? ვერაფერს კარგს, ტყუილი, გაუგებარი ხელისუფლება, უფრო მტერი, ვიდრე მეგობარი საზოგადოების და ადამიანების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და მკაფიო უსამართლობა. რას ვხედავ მე, ადა მარშანია? რას ვხედავ პარლამენტის დარბაზში? ბატონი ბოკერია გვიზის აქ, თქვენ აქ არ უნდა იჯდეთ. შესანიშნავი ფაქტი იქნებოდა, რომ აქ, პარლამენტის დარბაზში დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა და სიმართლის თქმა და სინდისიერი მოქმედება.იცით რა იქნებოდა კარგი?! თქვენ (ბოკერიას მიმართავს) რომ ამ ტრიბუნასთან ამობრძანდეთ, ბოდიში მოუხადოთ სრულიად საქართველოს იმის გამო, რაც 9 წლის განამვლობაში ჩაიდინეთ ამ აქვეყანაში, დადოთ თქვენი მანდატი აქ და წახვიდეთ სახლში. რამოდენიმე დღეში „ქართული ოცნების“ მინისტრები თქვენთან უნდა მოვიდნენ საბრალდებო დასკვნით, რომლიც დიდ ხანია დაწერილი უნდა ჰქონდეთ. მივმართავ „ქართულ ოცნებას“-როდემდე ვიცხოვროთ ასე?! ჩვენ არც დებატებში ვიღებთ მონაწილეობას, არც შეკითხვებს ვსვამთ, არც პასუხები გვაინტერესებს მაინც და მაინც, თუმცა ვუსმენდი ყურადღებით და ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად ფუჭია ჩვენი დღევანდელი აქ ყოფნა. რით ვართ დაკავებული, ბოლომდე ვერ გავიგე. ვითომ პარლამენტი გვაქვს ქვეყანაში“, - აღნიშნა ადა მარშანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics