|
2017-12-06 16:49:15, 2097 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება. მდინარაძის თქმით, უმრავლესობის შეჯერებული პოზიციაა, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მხარს დაუჭერენ. მდინარაძის განმარტებით, გარემოს დაცვის მიმართულებით, მთავრობის მხრიდან მყარი გარანტიებია მოცემული და საპარლამენტო კონტროლიც გაძლიერდება: „გარემოს დაცვის მიმართულებით, მთავრობის მხრიდან მყარი გარანტიები დაიდო.მაგალითად, ერთ-ერთი გამოიხატება იმაში, რომ წინა წლის ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს შემდეგი წლის ბიუჯეტზე ნაკლები, ასევე ასიგნაციებთან დაკავშირებით მინიმუმ 5%-იანი ზრდა უნდა იყოს დაფინანსების თავლსაზრისით. გარემოს დაცვის კომიტეტი და ზოგადად პარლამენტი გააძლიერებს საპარლამენტო კონტროლს, რათა გარემოს დაცვის- ქვეყნისათვის ერთ-ერთ უპირატეს ინტერესს არანაირი საფრთხე არ შეექმნას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საერთო ჯამში გამოვდივართ მყარი და ერთიანი პოზიციით, რომ წარმოდგენილ პაკეტს მხარი უნდა დავუჭიროთ, ეს არის უმრავლესობის საერთო აზრი. შეჯერებული. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, რეფორმის პირველი ეტაპი მიმართული იქნება მართვის ეფექტიანობის გაძლიერებაზე, ხარჯების ოპტიმიზაცია კი თანმდევი პროცესი იქნება. შეგახსენებთ, ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები არ ეთანხმებიან გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შერწყმას. მათ დღეს კიდევ ერთხელ სთხოვეს მომხსენებელს, მთავრობამ გადაწყვეტილებას გადახედოს და გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად დატოვონ.
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)