|
2017-12-06 16:10:31, 1882 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: კრიზისების მართვის საბჭომ ყველა კრიზისულ სიტუაციაში თავი შეირცხვინა
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თავის დროზე, კრიზისების მართვის საბჭოს შექმნის გადაწყვეტილების საფუძველი პრეზიდენტთან არსებული დაპირისპირება იყო. კერძოდ, ნადირაშვილის განმარტებით, ვინაიდან პრეზიდენტთან უთანხმოება არსებობდა, კრიზისულ საკითხებზე მომუშავე პარალელური სტრუქტურა შექმნეს. თუმცა, მისივე შეფასებით, კრიზისების მართვის საბჭომ ყველა კრიზისულ სიტუაციაში თავი შეირცხვინა. დეპუტატისთვის გაუგებარია, რა დამსახურებისთვის იღებდნენ მაღალ ანაზღაურებას ამ საბჭოს მდივანი და მის მოადგილეები: „რაც შეეხება ამ ცვლილებების განხორციელეაბმდე პერიოდს, მაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმ შეცდომებზე, რომელიც დაშვებული იყო. თავის დროზე, როდესაც თქვენ შექმენით კრიზისების მართვის საბჭო, ეს გადაწყვეტილება მიიღეთ ერთადერთი ნიშნით-მაშინ თქვენ არ ეთანხმებოდით პრეზიდენტ მარგველაშვილს, როგორც ახლა, და გინდოდათ პარალელური სტრუქტურის გაკეთება. ეს სტრუქტურა გააკეთეთ. მექანიკური ცვლილება იყო და სამი წლის განმავლობაში 16 მილიონი ლარი დაიხარჯა კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შენახვაზე. მინდია ჯანელიძე ყოველ თვე იღებდა 7 975 ლარს. ჭიკაიძე-5 975 ლარს, ზედელაშვილი-6 000 ლარს. მაინტერესებს რაში უხდიდით ამ ადამიანებს ასეთ მაღალ ხელფასს იმიტომ, რომ ყველა კრიზისულ სიტუაციაში ამ საბჭომ მაქსიმალურად შეირცხვინა თავი. შეგახსენებთ თუნდაც წყალდიდობის პერიოდს, როდესაც მინდია ჯანელიძის დაუდევრობის გამო, იმის გამო, რომ მან არ გააფრთხილა მოქალაქეები მოსალოდნელ საფრთხეზე, თბილისის ცენტრში ვეფხვმა შეჭამა ადამიანი, ბორჯომის ხანძრების დროს, თვალით ვერ ვიხილეთ ამ საბჭოს ვერც ერთი წევრი და ბოლოს გავარკვიეთ, რომ თურმე ბატონი ჭიკაიძე მივლინებაში იყო წასული.ეს საბჭო წლების განმავლობაში იყო თქვენი ყოფილი ჩინოვნიკების თავშესაფარი. როდესაც გადაწყვეტით თქვენ დღეს ამ საბჭოს გაუქმება, დაადასტურეთ, რომ თავის დროზე მართალი ვიყავით, როდესაც ვამბობდით,რომ ასეთი მექანიკური ცვლილების განხორციელება არ შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ მარგველაშვილის ჯინაზე, რის გამოც თქვენ თავის დროზე ეს უწყება შექმენით“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)