12:22 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 14:22:00, 1958 ნახვა

პოლიტიკა
დეპუტატები მთავრობას კიდევ ერთხელ სთხოვენ, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად დარჩეს

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატებს ცვლილებებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე აცნობს.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები არ ეთანხმებიან გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინსიტროსთან შერწყმას. მათ კიდევ ერთხელ სთხოვეს მომხსენებელს, გადაწყვეტილებას გადახედონ და გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად დატოვონ.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ცვლილების არსი დაუსაბუთებელია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics