|
2015-05-07 19:53:14, 814 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა სამთო კურორტების განვითარების გეგმებზე ისაუბრა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე სამთო კურორტების განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, გასულ წელს სამთო კურორტების მიმართულებით ძირითად ინფრასტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. ,,ეს იყო ხელოვნური გათოვლიანების აპარატურის დამონტაჟება გუდაურსა და ბაკურიანში (დიდველზე). წელს ჩვენ დავასრულებთ და გავაგრძელებთ ასევე, გუდაურის მეორე ტრასაზე ამ აპარატურის დამონტაჟებას. ასევე, გუდაურსა და ბაკურიანში წელს დასრულდება ორი ხელოვნური ტბის მშენებლობა, რათა უკვე სრულყოფილად დაიწყოს ამ სისტემამ ფუნქციონირება. ასევე, წელს დასრულდება გუდაურში დამატებით ერთი სათხილამურო საბაგირო გზის დამონტაჟება, ასევე ბაკურიანში წელს აღდგება კოხტას ტრადიციული ტრასა და ამ ტრასის სიგრძე უფრო გაგრძელდება. ეს ნამდვილად ახალ, მეორე სუნთქვას შესძენს ბაკურიანის კურორტს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, კოხტას რეაბილიტაციის პროექტს მთავრობა ,,თიბისი ჯგუფთან“ ერთად განახორციელებს. ,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელს კერძო კომპანიასთან. ეს არის ,,თიბისი ჯგუფი“, რომელთან ერთადაც გავიყოფთ ამ ინვესტიციების ტვირთს და ეს ჯგუფი განახორციელებს 500 სასტუმრო ოთახის მშენებლობას კურორტ ბაკურიანში. ეს დაგეგმარდება საუკეთესო ალპიური სტანდარტების მასტერფლენინგის კომპანიების მიერ, რაც თვისობრივად შეცვლის მთლიანად ამ კურორტს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურიანში წელს გერმანული კომპანია ზაფხულის ატრაქციებს დაამონტაჟებს. რაც ამ კურორტს კიდევ უფრო განუმტკიცებს 4 სეზონიანი კურორტის იმიჯს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ვიცე-პრემიერმა ასევე, იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც პირველად მთის კურორტების მიმართულებით საქართველო უმასპინძლებს. ,,ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოში ევროპისა და აზიის მესამე სამთო კურორტების კონფერენცია ჩატარდებება, რაც საქართველოს ტურისტული სამთო-სათხილამურო კურორტების იმიჯს კიდევ ერთხელ განამტკიცებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)