14:42 - 14 Aug, 2026
|
2017-12-05 16:08:43, 1741 ნახვა
კომენტარი
მაიკლ კარპენტერი სააკაშვილის დაკავებაზე: ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდება
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკლ კარპენტერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც კარპენტერმა "რუსთავი 2"-ის ეტერში განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ პროცესები კანონის დაცვით განვითარდება. „ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდება და კანონს ორივე, უკრაინული და ქართული მხარე დაიცავს. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. მისი როლი საქართველოში შერეულია, მოიცავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ელემენტებს. ერთადერთი იმედი, რაც ამ ვითარებაში შეიძლება გვქონდეს, არის ის, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად, წარიმართოს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)