|
2017-12-05 12:55:42, 1701 ნახვა
კომენტარი
ბასილაია სააკაშვილის დაკავებაზე: ეს არის უკრაინის ხელისუფლების ბანდიტური გადაწყვეტილება
„ეს არის ბანდიტური, უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“,-ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატრის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მისი უფლებადამცველი ბექა ბასილაია. ბასილაიას თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. „ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტული კომენტარის გაკეთება სამართლებრივ ჭრილში გაგვიჭირდება, თუმცა იმის თქმა ცალსახად შეგვიძლია რომ ეს უკვე სამართლებრივი პროცესებიდან გასულია და ეს არის ბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო გამოძევება, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებზეა საუბარი, მათი ცემა, წამება და ა.შ.“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)