|
2017-12-05 12:46:11, 1792 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე მედოევზე: ხელისუფლებამ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან უნდა იმუშაოს, რათა ასეთ ფაქტები არ მოხდეს
“ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის ბრიუსელში ჩასვლას გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, საქართველოსთვის ეს ცუდი ფაქტია და ხელისუფლებამ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან მუშაობის შედეგად, მსგავსი რამ არ უნდა დაუშვას: ,,ევროპარლამენტში ყოველთვის მოიძებნება ერთი, ან ორი ცალკეული დეპუტატი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების დავალებით მზად იქნება, რომ ასეთი აქციები განახორციელოს. სწორედ იმიტომ ჰყავს საქართველოს ხელისუფლება, რომ არ დაუშვას ასეთი რამ. იმუშაოს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომ ასეთ ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი. რა თქმა უნდა ეს არის ცუდი საქართველოსთვის,’’- განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)