06:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 18:52:30, 435 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს-ისრაელის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს-ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა.

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე ცვი რავ-ნერი ხელმძღვანელობდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გააქტიურებულ ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით, რაც მოიცავს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის და სამართლებრივი ბაზის განვითარების მზარდი დინამიკა. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა დასახეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმები.

ქართულმა მხარემ ისრაელის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების და რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესახებ. ისრაელის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და მსოფლიოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სხვადასხვა ასიმეტრიული საფრთხეები და მათი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე.

საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკურმა კონსულტაციებმა რეგულარული ხასიათი მიიღო, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics