|
2017-12-04 14:27:36, 2075 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: მირზა სუბელიანს საქმის გამოძიებასთან ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, პროკურატურის თანამშრომელ მირზა სუბელიანს გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენის არანაირი საშუალება არ აქვს. როგორც პროკურორმა განმარტა, საქმეზე გამოძიებას შსს აწარმოებს, პროკურატურა კი, საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს. „სუბელიანმა, როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ მიმართა მთავარ პროკურორს გათავისუფლების თაობაზე. საზოგადოებისთვის რომ ნათელი იყოს, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ახორციელებს აღნიშნულ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას. შესაბამისად, მირზა სუბელიანს, რა სპეკულაციებიც იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა საქმის გამოძიებასთან“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, პროკურატურის თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, განცხადება გაავრცელა და მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)