13:46 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 12:45:09, 1775 ნახვა

კომენტარი
სოფიო კილაძე: არ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრებაა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ დანაშაულის შესამცირებლად,  მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება საკმარისი არ არის.

მისი თქმით, მუშაობა განათლებისა და ოჯახების მიმართულებითაა გასაძლიერებელი:

„მე არ მგონია, რომ მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან. მგონია, რომ პირველ რიგში ეს განათლების თემაა და უნდა გავაძლიეროთ ოჯახების მიმართულებით ასევე მუშაობა. სკოლა და ოჯახი არის მნიშვნელოვანი ასეთ საკითხებთან მიმართებით“,-აღნიშნა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, პირველ  დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის  შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics