|
2017-12-04 11:11:15, 1992 ნახვა
კომენტარი
51-ე სკოლის დირექტორი - სკოლა სტრესშია, ველოდებით ფსიქოლოგებს
51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეებს სათამაშო იარაღი ჰქონდათ და არა პნევმატური იარაღი, როგორც ეს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც დირექტორმა განაცხადა, სასწავლო პროცესი დღეს აღდგება. "სკოლაში რა თქმა უნდა ხდება მოსწავლეების შემოწმება და ამის უფლება გვაქვს. პნევმატური იარაღი არ ყოფილა არასდროს სკოლაში და არც ამ შემთხვევის დროს იყო. სასწავლო პროცესი დღეს განახლდება. რაც შეეხება ფსიქოლოგებს, ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი და სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ფსიქოლოგები ერთად იმუშავებენ, რადგან სკოლა სტრესშია", - განაცხდა სკოლის დირექტორმა. შეგახსენებთ, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო მეორე მოზარდი სიკვდილს 20 საათზე მეტხანს ებრძოდა. დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოსი გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)