|
2017-12-03 17:05:44, 1860 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი შშმ პირებს: გჯეროდეთ, პრეზიდენტი მუდამ თქვენს უფლებათა, ღირსებისა და თანასწორობის სადარაჯოზე დგას
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მათი თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა.პრეზიდენტი შშმ პირებს დახმარებას აღუთქვამ და მათ ჯანმრთელობას უსურვებს: „თითოეულ ადამიანს აქვს უნარები და შესაძლებლობები, რომელიც საკუთარ კეთილდღეობასა და ქვეყნის წინსვლას შეიძლება მოახმაროს. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ ამ უნარებისა და ნიჭის პატივისცემას ეფუძნება. თქვენი თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა. გჯეროდეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუდამ თქვენს უფლებათა, ღირსებისა და თანასწორობის სადარაჯოზე დგას. ჯანმრთელობას, წარმატებასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)