|
2017-12-02 18:00:33, 1955 ნახვა
კომენტარი
„ლეოგრანდის“ იურისტი: ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით თავადაც მოიწვიოს ექსპერტები
სასტუმრო "ლეოგრანდის" იურისტი კახაბერ წერეთელი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, გამოძიების დასახმარებლად ექსპერტები თავადაც მიიწვიოს. როგორც იურისტმა "იმედის" ეთერში განაცხადა, თუ იქნება გამოძიების სურვილი მიწვეულ ექსპერტებს დააკავშირებენ. "ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს და თავს ვალდებულად თვლის ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით თავადაც მოიწვიოს ექსპერტები. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს ექსპერტები, თუ იქნება გამოძიების სურვილი, დავაკავშიროთ გამოძიებასთან, რათა შეძლონ დახმარების გაწევა. ამას ადმინისტრაცია გეგმავს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მიზეზი, ყველა წვრილმანი და დეტალი, თუ რამ გამოიწვია ეს კატასტროფა, ბუნებრივია ადმინისტრაციისთვისაც საინტერესოა", - განაცხადა წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 22 კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)