13:46 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 15:11:38, 2212 ნახვა

კომენტარი
ჩხენკელი: განათლების სამინისტრო ყველაფერს იღონებს, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასდროს დავუშვათ

„სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მინისტრი დაღუპული მოსწავლეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა.

სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ.

ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია“, - ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოსწავლე დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე მოსწავლეს, იგი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დააკავა. უწყების ინფორმაციით, დადაგენილია ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა, რომლის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics