|
2017-12-02 12:20:20, 1960 ნახვა
კომენტარი
გიგაური მოსწავლეების დაჭრაზე: ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ინფორმაციით, იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეები იყვნენ დაცულები, განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის ღონისძიებებზე მუშაობს. როგორც გიგაურმა აღნიშნა, უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები და მონიტორინგი მოსწავლეების ქცევაზე. „ისევ საგანმანათლებლო პროცესი, პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს ინსტრუმენტი ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს, იგივე საინფორმაციო კამპანიებით, მონიტორინგით მოსწავლეების ქცევაზე და ასე შემდეგ, არამხოლოდ სკოლის პერიმეტრის შიგნით, არამედ სკოლის შემდგომი საქმიანობის განმავლობაში. შესაბამისად ჩვენ, დავგეგმეთ უკვე გაძლიერებული პროგრამები და აქტივობები. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად. ასევე გვინდა, რომ ამ პროცესში საზოგადოებაც მაქსიმალურად იყოს ჩართული“, - განაცხადა ლია გიგაურმა. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)