|
2017-12-02 11:28:04, 2074 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი ხორავაზე მომხდარ ტრაგედიაზე: როგორც საზოგადოება, ჩვენ სამწუხაროდ აღმოვჩნდით ძალიან აგრესიული
„ჩვენ, როგორც საზოგადოება, სამწუხაროდ აღმოვჩნდით ძალიან აგრესიული და ძალადობრივი“, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია. პრეზიდენტმა დაპირისპირების დროს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა, ხოლო დაჭრილ მოსწავლეს გამოჯანმრთელება უსურვა. "პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო მთელ საზოგადოებას, იმიტომ, რომ ასეთი ტრაგედიის დროს, ბუნებრივია, ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული იმით, რაც მოხდა. ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. მინდა ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება ჩვენს შვილებს, რომლებიც არიან დაშავებული. პასუხისმგებლობა და ის ვის უნდა მოვკითხოთ ამ ტრაგედიის თაობაზე, ეს კითხვები დაისმება მომავალში. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ როგორც საზოგადოება, ჩვენ სამწუხაროდ აღმოვჩნდით ძალიან აგრესიული და ძალიან ძალადობრივი. ეს არ გამოიხატება მარტო ამ მოვლენაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)