|
2017-12-01 18:44:17, 1988 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: ჩატაევი 6 დღის განმავლობაში ხელებით მიცოცავდა ვინმესკენ, რომ როგორმე სიცოცხლე შეენარჩუნებინა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აჰმედ ჩატაევი 2012 წელს მტკიცებულებების არ არსებობის გამო გათავისუფლდა და აპელირება იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაათავისუფლა, უსამართლოა. სესიაშვილის თქმით, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ჩატაევი უკანონოდ დაეპატიმრებინა. მისივე შეფასებით, თუ ვინმეს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში-„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც“ ჩატაევი უკრაინიდან იძულებით ჩამოიყვანა და შემდეგ აქ გამოიყენა“. „2012 წელს არც „ქართულ ოცნებას“ გაუთავისუფლებია ჩატაევი და არც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს იმდენად, რამდენადაც შესაბამის ბრალდებაში-უკანონოდ იარაღის ტარება, ფლობა, შენახვა, მტკიცებულებები არ არსებობდა. არ არსებობდა არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად ვინმეს სურდა მისი გათავისუფლება, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ არსებობდა ასეთი რამ. იცით, რომ ჩატაევი 6 დღის განმავლობაში ხელებით მიცოცავდა ვინმესკენ, რომ როგორმე თავისი სიცოცხლე შეენარჩუნებინა, რადგან მას ფეხზე უკვე განგრენა ჰქონდა დაწყებული. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც ვინმეს ეძებს და მიიწევს მესაზღვრეებისკენ, ის შეიარაღებული იქნებოდა?! ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და დადგენილია, რომ მას იარაღი არ ჰქონდა. სასამართლოს არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ის პირი უკანონოდ დაეკავებინა. თუ ასე მოხდებოდა, შემდეგ წამოვიდოდა ბრალდებები, რომ უკანონოდ გვყავს აყვანილი მძევლად და უკანონო პატიმარია, რაც არ არის ჩვენი ხელისუფლების სტილი. ეს სპეკულაციები ემყარება იმას, რომ თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც თავის დროზე უკრაინიდან, შეიძლება ითქვას, ძალით ჩამოიყვანა, შემდეგ აქ იყენებდა, შემდეგ სამწუხარო ტრაგიკული მოვლენების დროს, სადაც ჩვენი სამი ჯარისკაცი დაიღუპა, იმ მოვლენებშიც თვითონ მიიყვანეს და თვითონ ჩართეს. ამიტომ, თუ რაიმე ტიპის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, პირველ რიგში სწორედ ამ განმცხადებლის ავტორებს უნდა მოეკითხოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა. ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, დგინდება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)