12:50 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 18:30:40, 2107 ნახვა

კომენტარი
სოფრომაძე: ექიმებმა გაჩერებული გულის პირობებში ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილურება შეძლეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით,  ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა.

სოფრომაძის თქმით, მოზარდს რამდენიმე მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

„შეიძლება ითქვას, ერთი სასწაული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა უკვე მოახდინეს. გაჩერებული გულის პირობებში შეძლეს  ჰემოდინამიკური მაჩვენებლების  დასტაბილურება.  ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. ჭრილობების ხასიათიდან გამომდინარე  მულტიპროფილური გუნდი მუშაობს, რამდენიმე  პროფილის ქირურგი  ერთდროულად. ამჟამად მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, თუმცა იმედებს ექიმები არ კარგავენ“,-განაცხადა სოფრომაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics