|
2017-12-01 17:35:06, 1783 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: ტერორიზმის გამოწვევასთან მიმართებაში 100%-იანი გარანტია არ არსებობს
„ამ გამოწვევასთან მიმართებაში 100%-იანი გარანტია არ არსებობს. ასე მარტივად არ დგას საკითხი, რომ 100%-იანი გარანტია იყოს თუნდაც საზღვარზე“,-ასე უპასუხა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში შეკითხვას-საკმარისადაა თუ არა დაცული საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები. თუმცა, სესიაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში გატარდეს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე გაძლიერდეს საზღვრები, შიდა უსაფრთხოება და კონდაზვერვითი საქმიანობა. „როცა ვსაუბრობთ ტერორიზმზე, ტერორიზმს სამწუხაროდ საზღვრები არ გააჩნია. ეს არის 21-ე საუკუნის ძალიან სერიოზული გამოწვევა და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის იმ მეგასახელმწიფოებისთვის, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი რესურსი, ტექნიკური შესაძლებლობაც, გამოცდილებაც და ძალიან ძლიერი სპეცსამსახურებიც. ასე მარტივად არ დგას საკითხი, რომ 100%-იანი გარანტია იყოს გინდა საზღვარზე, გინდა ქვეყანაში და ზოგადად ამ გამოწვევასთან მიმართებაში 100%-იანი გარანტია არ არსებობს. თუმცა, სახელმწიფოები, მათ შორის ჩვენი ქვეყანა თავის პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავატაროთ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრებიც, ქვეყნის შიდა უსაფრთხოება, კონდაზვერვითი საქმიანობა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვახდინოთ პრევენციაც და რეაგირებაც“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სსმასახურმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.მან თავი აიფეთქა.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)