|
2017-12-01 17:07:50, 2097 ნახვა
კომენტარი
ექიმი: დაჭრილ მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული
„დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში სადისტური დაზიანებებით შემოიყვანეს, ვერ ვმალავ აღშფოთებას“,-ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ექიმმა ავთანდილ იმედაძემ TV- პირველს განუცხადა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს დაზიანებები გულმკერდის და მუცლის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. „პაციენტი 16 წლის არის. კლინიკაში სადისტური დაზიანებებით შემოიყვანეს, ვერ ვმალავ აღშფოთებას. დაზიანებები აქვს გულ-მკერდის და მუცლის არეში, დაზიანებული არის მაგისტრალური სისხლძარღვი, კერძოდ ბარძაყის არტერია, პრაქტიკულად ნოლი წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში. გულის გაჩერების მომენტი იყო, რაც ამ ეტაპზე აღდგენილია. სრული პასუხისმგებლობით, მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა, მთელი სამედიცინო პერსონალი იბრძვის პაციენტის გადასარჩენად. ბოლო ხუთი წუთის მონაცემებით, მინდა გითხრათ რომ სტაბილიზაციას მივაღწიეთ. ძალიან დიდი შანსია, რომ გადარჩეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ უმძიმესი მდგომარეობაა“,-განაცხადა ექიმმა და დასძინა, რომ მოზარდს ყველა ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)