|
2017-11-30 16:08:52, 1710 ნახვა
საზოგადოება
კომისია გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომას დაესწრო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფართოებული კომისია გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდგომ, შიდა ქართლის რეგიონში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება. „გორში ავაშენეთ 8 ათსართულიანი კორპუსი, 480 ოჯახისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინების რაოდენობა საკმარისია უკიდურესი საჭიროების მქონე დევნილი ოჯახებისა და ნგრევად შენობებში მცხოვრებთა განსახლებისთვის. 10-ზე მეტი ნგრევადი ობიექტი იხურება და იქ მცხოვრები 200-მდე ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, ხოლო დანარჩენი ბინები კრიტერიუმების მიხედვით ნაწილდება“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს: ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა, სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით, კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება. განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ. გორში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 1221-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHRC), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის. მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს. გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება. კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდება ის 480 დევნილი ოჯახი, რომლებსაც გორში 8 ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა. 480 ბინიდან 160-ერთოთახიანია, 240 -ოროთახიანი, 80 კი სამოთახიანი. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)