12:14 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 14:58:36, 2251 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს

 „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭრეს.

როგორც მან აღნიშნა, ლომჯარიას კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე ადეკვატურია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უნდა დავიცათ პრინციპი, რომ ამ პოსტზე დასახელებული და დამტკიცებული  კანდიდატი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის  ხედვა დიდწილად  არის ადეკვატური, ჩვენ  ვფიქრობთ, რომ დღეს სწორი გადაწყვეტილება  იქნება მისი კანდიდატურის  მხარდაჭერა“,-განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება  ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ წარდგენილ კანდიდატ გიორგი ფოფხაძეს, სამადაშვილი ამბობს, რომ მას უჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება.

„ჩვენ  არანაირი შეკითხვები არ გვექნება მასთან.  ვფიქრობთ, რომ  ამ კანდიდატურის წარდგენა სახალხო დამცველის  პოსტზე  საქართველოში არის უბრალოდ ქართველი ხალხის  და სახელმწიფოს  შეურაცხყოფა“, - დასძინა მან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics