|
2017-11-30 14:33:04, 1536 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: სადაც არის ფოფხაძე, იქ ქართველი ხალხის ინტერესია, ხოლო სადაც ლომჯარიაა, იქ არის კერძო, NGO-ების ინტერესი
„მე უბრალოდ არ მესმის, რომელია ის კრიტერიუმი, რომლითაც ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ბატონი გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას აღემატება“, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატ გიორგი ფოფხაძეს უსმენდნენ. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, გიორგი ფოფხაძე აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს და კრიტერიუმს, რასაც სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს და არა „NGO-ების სახალხო დამცველი“. „გიორგი ფოფხაძე დღეს წარსდგა ძალიან ღრმა, საინტერესო მოხსენებით. ის იყო ერთ-ერთი კომპეტენტური მომხსენებელი, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების დაცვის თემასთან დაკავშირებით და ჩვენ არ შევმცდარვართ, როდესაც წარვადგინეთ სწორედ გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა ამ პოსტზე. გიორგი ფოფხაძე ზუსტად ის ადამიანია, ის კანდიდატურაა, რომელიც იმსახურებს გახდეს საქართველოს სახალხო დამცველი. იგი აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, იმ კრიტერიუმს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სახალხო დამცველი და არა NGO-ების სახალხო დამცველი. გიორგი ფოფხაძე მისი გამოცდილებით, მისი პირადი კონტაქტებით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლის უფლება, რომ ის არ იყოს ერთი პოლიტიკური ჯგუფის სახალხო დამცველი და ერთი რომელიმე ვიწრო საზოგადოებრივი ჯგუფის უფლებადამცველი. ეს რომ ნორმალური პარლამენტი იყოს და აქ რომ სამართლიანობა უფრო სჭარბობდეს სხვადასხვა ტიპის ინტერესებს, გიორგი ფოფხაძე დღეს გახდებოდა საქართველოს სახალხო დამცველი“, - განაცხადა ინაშვილმა. მან საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და სთხოვა, მხარი გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას დაუჭირონ. „ამიტომ, მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, იმ ადამიანებს, რომელთა საქმეებიც გიორგი ფოფხაძეს ჩაჰქონდა ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ძალიან გთხოვთ, იფიქრეთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ ვიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებას და დაუჭირეთ მხარი გიორგი ფოფხაძეს. მას აქვს გაცილებით უფრო დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, ვიდრე ქალბატონ ნინო ლომჯარიას. სადაც არის გიორგი ფოფხაძე იქ არის ქართველი ხალხის ინტერესი და სადაც არის ნინო ლომჯარია, იქ არის კერძო, NGO-ების ინტერესი“, - განაცხადა ინაშვილმა. შეგახსენებთ, სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატურაა წარდგენილი. „ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარია წარადგინა, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი, გიორგი ფოფხაძე. ახალ სახალხო დამცველს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)