|
2017-11-29 19:22:36, 1679 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: ჩემთვის როგორც ომბუდსმენის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი კვალი დავტოვო ამ ინსტიტუციის გაძლიერებაში
„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა ომბუდსმენს წვლილი აქვს შეტანილი ამ ინსტიტუციის რეპუტაციის შექმნაში, ასეთი მაღალი ინტერესიც ამ პროცესის მიმართ, ცხადყოფს, რომ არის ძალიან დიდი მოლოდინები ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ“,-ამის შესახებ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მისი, როგორც ადამიანის უფლებების დამცველის სტრატეგია იქნება ომბუდსმენის საქმიანობა საზოგადოების მოთხოვნებს მოარგოს. „ჩემთვის როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი იქნება დავტოვო საკუთარი კვალი ამ ინსტიტუციის კიდევ უფრო გაძლიერებაში და ახალ ეტაპზე ავიყვანო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და მიდგომები საქართველოში. ჩემი როგორც ადამიანის უფლებების დამცველის საქმიანობის სტრატეგია იქნება ომბუდსმენის საქმიანობა მოვარგო საზოგადოების მოთხოვნებს, ასევე ადეკვატურად ვუპასუხო საზოგადოებრივი და სამართლებრივი შედეგად წარმოშობილ ახალ გამოწვევებს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ჩემი როგორც კანდიდატის ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ სახალხო დამცველი იყოს იმ საზოგადოებრივი ჯგუფების ხმა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა და რომელთა ხმა სხვადასხვა გარემოებების გამო დღეს ნაკლებად ისმის“,-განაცხადა ლომჯარიამ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)