|
2017-11-29 19:06:12, 1774 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი გილაური: საქართველო რეგიონის ინვესტიციებისა და სერვისების ჰაბი ხდება
საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს მაკროეკონომიკურ და საინვესტიციო სექტორის პოტენციალზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. ირაკლი გილაურის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, მომავალი 10 წლის განმავლობაში კი მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში, რაც მისი განცხადებით, სწორი სამთავრობო პოლიტიკის შედეგია. „საქართველო ეკონომიკურად დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ სამთავრობო პოლიტიკაა. მთავრობას აქვს შესანიშნავი პოლიტიკა, მაკრო-ხედვა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები. ამიტომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში ისევე განვითარდეს, როგორც სინგაპური და დუბაი“,- აღნიშნა საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა. პანელზე გილაურმა შემოსავლების ზრდის პროგნოზი გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს საინტერესო პოლიტიკა მაკროეკონომიკის განვითარებასთან მიმართებაში. „ეს არის ბიუჯეტის კონსოლიდირება, ბიუჯეტის დეფიციტი იკლებს, ინფრასტრუქტურის ხარჯები გასამმაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ხდება გადასახადების შემცირება მოგებისა და კორპორატიული გადასახადების თვალსაზრისით -აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ რომ ჩვენი შემოსავლების აქსელერაცია მოხდება“, - განაცხადა ირაკლი გილაურმა. საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სერვისების ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს და აღნიშნულის ძირითად ხელშემწყობ ფაქტორებად საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა და ტურიზმის სფეროს განვითარება დაასახელა. „საქართველო ხდება რეგიონის ინვესტიციებისა და სერვისების ჰაბი. საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც ბიზნესს შეუქმნა კიდევ უფრო უკეთესი გარემო. საქართველო სულ უფრო და უფრო ვითარდება როგორც სერვისის და ტურიზმის მიმწოდებელი. ამ 5 წლის განმავლობაში გასამმაგდა ტურიზმის ბიზნესი. უამრავი ინვესტორი დააბანდებს თანხას სერვისების სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება, ჯანდაცვის სერვისები, ფინანსური სერვისები ექსპორტი, რითაც საქართველო შეიძლება გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი.“ - აღნიშნავს გილაური. (NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)