|
2017-11-29 19:00:20, 1798 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებს ეკონომიკის სამინისტროს ღია ტენდერებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
თბილისის აბრეშუმის ფორუმზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ეკონომიკის სექტორებზე გაამახვილა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მოუწოდა ინვესტორებს, დაინტერესდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ღია ტენდერებში. „თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ტენდერები ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ გამოვაცხადეთ მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და განაცხადა, რომ ჯამში 170 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების შესაძლებლობა არსებობს. მთავრობას თბილისისა და ქუთაისის სიახლოვეს ლოგისტიკური ცენტრების ასაშენებლად, შესაბამისად, 80 და 70 ჰა მიწის ფართობის გამოყოფას გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა იმ ინსტურმენტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარებისთვის შეიმუშავა. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტად მან დაასახელა საპარტნიორო ფონდის გარანტიების გაცემის მექანიზმი. „ჩვენ ბევრი ინსტრუმენტი შევქმენით 2016 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნულ პროგრამას წარმატებული უწოდა. მან ასევე დაასახელა პროგრამები „უმასპინძლე საქართველოში“, „გადაიღე საქართველოში“ და სხვა. გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ასევე არსებობს საპარტნიორო ფონდი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)