|
2017-11-29 17:46:38, 1734 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა
ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით სამუშაო ადგილის გენერირება მოახდინა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სესიაზე „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“ გამოსვლისას. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2017 წლის ბოლოსთვის ტურიზმიდან საქართველოს ეკონომიკაში 2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი იქნება მობილიზებული. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეეხო საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიას, რომელიც აღნიშნული სექტორის განვითარებას შეეხება 2025 წლისათვის. სტრატეგიის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა, საქართველომ 2025 წლისთვის 11 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უნდა უმასპინძლოს. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, სახელმწიფო აგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას და ყოველწლიურად დაახლოებით 50 მლნ ლარი იხარჯება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სექტორის სხვა პრიორიტეტების შესაბამისად. (NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)