|
2017-11-29 16:33:54, 1604 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ლონდონში, ბრიუსელში, პარიზში ვნახეთ მოსახლეობისა და პოლიტიკოსების კონსოლიდაცია ტერაქტების შემდეგ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ლონდონში, ბრიუსელში და პარიზში ტერორისტული აქტების შემდეგ, მოსახლეობისა და პოლიტიკოსების კონსოლიდაცია ყველამ დაინახა, რაც საქართველოში ასე არ მოხდა. ამიტომ, თალაკვაძისთვის ოპოზიციის გაცხადებული მიზანი-დასავლური საქართველოს შენობა, გაუგებარია. „კოლეგებს მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო იცავს მოსახლეობას ტერორიზმისგან მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ, აპელირება იმაზე, თუ რომელ ტერორისტს, რა სახელი და გვარი და რა პასპორტი ჰქონდა, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია და ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როცა თქვენ გაცხადებულ მიზნად გაქვთ დასავლური საქართველოს შენება, რომლის მაგალითებიც, ალბათ, საყრდენი ცენტრიც არის ისეთი ქალაქები, როგორიც არის ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც ტერაქტებს ჰქონდა სამწუხაროდ ადგილი. ვნახეთ მოსახლეობის და პოლიტიკოსების სოლიდარობა და კონსოლიდაცია ამ ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ აქ.ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა კრიტიკით ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ, რაც მიუღებელია და არის უმადურობა იმ ადამიანების მისამართით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)