|
2017-11-29 16:00:34, 1862 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი ნადირაშვილს: რას ეუბნებით გმირი სპეცრაზმელის ოჯახს, რომ სუს-მა მტერი შემოიყვანა და ოჯახის წევრი მოუკლა?!
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ვერსიით, აჰმედ ჩატაევი საქართველოში თავად სახელმწიფომ შემოიყვანა. სესიაშვილის თქმით, ეს განცხადება ღირსების შემლახველია: „ვერსია ვერსიაა და პოლიტიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა მეორეა, ქალბატონო ირმა. ის ვერსია, რომ თავად სუსმა შემოიყვანა, უბრალოდ ღირსების შემლახავია, რას ეუბნებით გარდაცვლილი გმირი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს, ან მის თანამებრძოლებს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და თანამებრძოლი და ოჯახის წევრი მოუკლა? ეს ხომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა?! ეს ხომ არ გეკადრებათ თქვენ. ეს სირცხვილია თქვენი მხრიდან. უნდა შევძლოთ, თუნდაც იშვიათად, ჩვენი კონსოლიდირება და ისევ და ისევ საერთო ინტერესების დაცვა“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, ნადირაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს, ამ პირობებში კი მომხდარის ვერსიები ვრცელდება. მანვე განმარტა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ჩატაევი საქართველოში მმართველმა ძალამ შემოიყვანა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)