|
2017-11-29 14:15:39, 1702 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე სპეცოპერაციაზე: ყოველდღიურად მეტი ინფორმაციის ღიად გაცემით, ჩვენ ცეხლს ვეთამაშებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, თბილისში, 22 ნოემბერს ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას, თუმცა არა იმდენს, რამდენსაც ითხოვენ. ხუნდაძის შეფასებით, ინფორმაციის გაცემა სახელმწიფო უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული: „ეს იყო ტერორიზმის საფრთხის პირველი განცდა ჩვენს ქვეყანაში. მომხადრი ფაქტის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უნდა ფლობდეს, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ითხოვენ. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან.ვფიქრობ, ამ საკითხზე ყოველდღიურად მეტი ინფორმაციის ღიად გაცემით ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით. ამ ინფორმაციას მოიხმარს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ არსებული ბევრი დაინტერესებული მხარე. თუკი რომელიმე პოლიტიკოსს მაინცდამაინც სურს ცეცხლთან თამაში, ეს შეუძლია მან გააკეთოს მხოლოდ საკუთარი და არა ქვეყნის უსაფრთხოების ფასად“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)