|
2017-11-29 13:54:51, 1779 ნახვა
კომენტარი
კახიძე მერაბიშვილის საქმეზე: წულუკიანის შეფასებაზე ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის წამყვანი გამახსენდა
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. კახიძემ უმრავლესობის წევრებს ურჩია, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თავად გაეცნონ. „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა გუშინ, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, კერძოდ მისმა უმაღლესმა ინსტანციამ, დიდმა პალატამ გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. უმრავლესობის ყველა წარმომადგენელს მინდა ვთხოვო, რომ თავად გაეცნოს გადაწყვეტილების შინაარს. ვინაიდან მე მოვისმიმე ქალბატონი იუსტიციის მინისტრის შეფასება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და გამახსენდა ჩრდილოეთ კორეის სატელევიზიო წამყვანი, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩი ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა. სინამდვილე არის აბსოლუტურად საპირისპირო, კერძოდ იუსტიციის სამინისტროს საჩივარი სრულად იქნა უგულებელყოფილი და ძალაში დარჩა შარშანდელი გადაწყვეტილება, პირიქით უფრო მკაცრია შეფასებები და უფრო მკაფიოა სასამართლოს განმარტებები ვანო მერაბიშვილის პატიმრობასტან საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობას ხელისუფლება იყენებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით. ყოფილი მართველი პარტიის გენერალურ მდივანს სთხოვდნენ პარტიის თავმჯდომარის და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ მას ხანგრძლივი პატიმრობით. ეს არის დადგენილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით“,-განაცხადა ოთო კახიძემ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)