|
2017-11-29 12:12:41, 1821 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: სამშენებლო წესების დარღვევას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება
„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომდევნო წლების განმავლობაში, ეს არის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კახა კალაძის თქმით, ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ჩვენი მხრიდან სამშენებლო წესების დარღვევას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე უნებართვო და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე. კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების მიღება და დროული დემონტაჟის სამუშაოების დაწყება დაავალა. „მინდა ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს დავავალო მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა, მკაცრი ზომების მიღება და დროული დემონტაჟის სამუშაოების დაწყება, რადგან ქალაქში ძალიან მომრავლდა ისეთი შენობა-ნაგებობები, რომელიც დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)