11:48 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 19:28:22, 1899 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: ხელისუფლებას ჰყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული პატიმარი მერაბიშვილის სახით

„საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული პატიმარი მერაბიშვილის სახით“, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მერაბიშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა.

„დიდმა პალატამ პრაქტიკულად უცვლელად დატოვა სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანუ მან განმარტა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი მეხუთე მუხლის პირველ მუხლთან ერთობლიობაში. მერაბიშვილის დაკავება-პატიმრობა ემსახურებოდა არა კონვენციით გათვალისწინებულ საფუძვლებს, არამედ იყო ის უკანონო. ანუ რას ნიშნავს ეს, კონვენციით დადგენილი საფუძვლები არ არსებობდა მისი დაკავება-დაპატიმრების მომენტისთვის“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

შეგახსენეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics