06:10 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 17:59:52, 1776 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძემ საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს გააცნო

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ პანელზე  „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და  გზის ინიციატივების ფარგლებში“ სიტყვით  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გამოვიდა.

 მინისტრის მოადგილემ  ფორუმზე სავაჭრო სფეროში ბარიერების მოხსნაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან დადებულ თავისუფალი ვაჭრობის  ხელშეკრულებების შესახებ ისაუბრა.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, აბრეშუმის გზის წინა ფორუმთან შედარებით წელს მასშტაბები გაზრდილია.

 „დღეს პროექტი სარტყელისა და გზის ინიციატივის სახელწოდებით ხორციელდება.   ჩვენ წინ უნდა წამოვწიოთ შემდეგი  საკითხები - ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ვაჭრობის ხელშეწყობა  იმ ქვეყნებთან, რომლებიც  პროექტში მონაწილეობენ.   მნიშვნელოვანი იქნება დისკუსიები და შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან,  სადაც ინვესტიციების შესაძლებლობებს განიხილავენ“,-განაცხადა  არველაძემ.

გენადი არველაძემ პანელის მონაწილეებს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ  საქართველოს აქვს  ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ეფუძნება.

 „ ევროკავშირთან  უკვე ხელი გვაქვს მოწერილი შეთანხმებაზე და ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა.  ასევე ჩვენ თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებები გვაქვს დადებული.  დღეს გამოაცხადეს,  რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს ასევე ლიბერალური დაბეგვრის სისტემა აქვს.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია კერძო სექტორებისთვის. ბარიერების მოხსნით  იზრდება შესაძლებლობები, რომ  მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა.  ჩვენ გვსურს განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე, ჩვენი მიზანია, გავზარდოთ კონკურენტუნარიანობა,   ამისათვის გვჭირდება სარტყელისა და გზის ინიციატივის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა გენადი არველაძემ. 

მინისტრის მოადგილემ აქცენტი საქართველოს როგორც სატრანსპორტო ქვეყნის მნიშვნელობაზე გააკეთა და ასევე ინფრასტუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.

„ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ვაჭრობის განვითარება.  ჩვენ გვაქვს დიდი ამბიცია, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით  სერიოზული ინვესტიციებია  განხორციელებული“,-განაცხადა არველაძემ.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ   ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებაც ისაუბრა.

 „ჩვენ გვჭირდება ელექტრონული ვაჭრობის და  განბაჟების სისტემების განვითარება,  სხვაგვარად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას და  ეკონომიკის ინტეგრირება ვერ მოხდება.  ეს არის სისტემების ჰარმონიზაცია და განსაკუთრებით საბაჟო სისტემების, ამის გარეშე ვერ მოხდება სწრაფი ტრანზიტი. საქართველოში საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ 7 წუთში არის შესაძლებელი, ეს თემა მიმაჩნია ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვნად“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics