|
2017-11-28 17:25:15, 1386 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ ძალიან აქტიური პარტნიორები - პარლამენტი და სახალხო დამცველი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა სახალხო დამცველის არჩევის პროცესისგან გამიჯვნით პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი კობახიძის თქმით, კონსესუსთან დაკავშირებული დისკუსია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პირობებში გამოჩნდა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად მუშაობა ისევ საჭიროა. „ერთი წლის განმავლობაში წარიმართებოდა დისკუსია კონსენსუსთან დაკავშირებით და ჩვენ ვამბობდით, რომ კონსენსუსი მიიღწევა მხოლოდ მაღალი პოლიტიკური კულტურის პირობებში. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო იმაზე, რომ პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს საქართველოში. დაინახეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ არის სრული თანხმობა და თანხვედრა პოზიციებში მმართველ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის და მათ გადაწყვიტეს ამ პირობებში ჩვენთვის არ დაეწერათ პოლიტიკური ქულები და ამ სახით სამწუხაროდ, გაემიჯნნენ ომბუდსმენის არჩევის პროცესს რაც არის აბსოლუტურად პოლიტიკურადაც არასწორი გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რამდენად რაციონალურია ზოგადად ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი მხრიდან პოლიტიკურადაც არასწორი გადაწყვეტილება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, გაუგებარია უმცირესობის წარმომადგენელთა შეფასებებიც. „საუბარი იყო იმაზე, რომ კანდიდატი ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტზე არ აკრიტიკებდა ხელისუფლებას. იმისთვის, რომ ჩვენ ღიმილით ვუპასუხოთ ასეთ განცხადებებს, მარტივად უნდა ჩავხედოთ კანონს და ვნახოთ როგორია გენერალური აუდიტორის მოადგილის სტატუსი და ფუნქციები",- განმარტა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს არასდროს გაუკრიტიკებია მოქმედი სახალხო დამცველი მისი მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკის გამო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტი აქტიური პარტნიორები უნდა იყვნენ. „აქ საუბარი იყო პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც გამომჟღავნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება კრიტიკას, სახალხო დამცველის მთავარი ფუნქცია ზუსტად არის ხელისუფლების კრიტიკა. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ველით სახალხო დამცველის ძალიან აქტიურ მუშაობას, ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ ძალიან აქტიური პარტნიორები პარლამენტი და სახალხო დამცველი. ასეთი პარტნიორული ურთიერთობის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. გარდა ამისა, პარლამენტი აღჭურვილია თავისი საზედამხედველო ფუნქციით და ვფიქრობთ, რომ პარლამენტის და სახალხო დამცველის თანამშრომლობა არის საუკეთესო მექანიზმი ამ საზედამხედველო ფუნქციის საუკეთესო ფორმით განხორციელებისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)