|
2017-11-28 17:21:00, 1462 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციით ხარჯების ოპტიმიზაციისა და მართვის სისტემის რაციონალიზაციის მიზანი მიიღწევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი სამი მოსმენით მიმდინარე სასესიო კვირაში ვერ მიიღოს. „ამ შემთხვევაში, საკითხის ინიცირება არის მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივა. შესაბამისად, მთავრობაში რეორგანიზაციის თაობაზე პაკეტი შემოვიდა მთავრობის ინიციატივით. ჩვენ განვიხილავთ ამ კანონპროექტების პაკეტს. განიხილება ჯერ კომიტეტების დონეზე, შემდეგ უკვე პლენარული სხდომის ფორმატში, სავარაუდოდ, ჩვენ კვირის ბოლომდე გაგვიჭირდება სამი მოსმენით ამ პაკეტის მიღება. დაჩქარებულ წესზე იყო მოთხოვნა, რაზეც ჩვენ დავთანხმდით, თუმცა, ამის მიუხედავად, არის ასზე მეტი კანონპროექტი, შესაბამისად, ვვარაუდობ რომ ამ ერთი პლენარული სხდომების კვირის განმავლობაში ვერ მოესწრება სამი მოსმენით კანონპროექტების პაკეტის მიღება. შესაბამისად, ამის შემდგომ გაგრძელდება განხილვა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ოპოზიციის განცხადებებსაც იმის თაობაზე, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია მხოლოდ ფასადური ცვლილებებია. „მთავრობის რეორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზანი - ერთი არის ხარჯების ოპტიმიზაცია და მეორე არის თვითონ მართვის სისტემის რაციონალიზაცია და სწორედ ეს იყო არსი, ეს იყო მიზანი ამ ცვლილებების. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი მიიღწევა ამ ცვლილებებით, თუმცა, რა თქმა უნდა, იწყება საკომიტეტო განხილვები, დაიწყება პლენარულ სხდომებზე ამ საკითხის განხილვა და იქ ჩამოყალიბდება პარლამენტის საბოლოო პოზიცია რეორგანიზაციის შინაარსთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. მისი განცხადებით, მთავრობის რეორგანიზაციის საბოლოო მოდელზე შეჯერება პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების საფუძველზე მოხდება. „აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო გუნდში გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით. ინიცირებული არის კანონპროექტი, განხილვა დაიწყო და გაგრძელდება. ეს განხილვა წარიმართება, რა თქმა უნდა, პარლამენტისა და მთავრობის კონსულტაციების ფორმატში და ამ კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოოდ მოდელი მთავრობის რეორგანიზაციის. შესაბამისად, ყველა საკითხზე იქნება დისკუსია, მსჯელობა და მთავრობასთან ერთად უნდა შევჯერდეთ საბოლოო გადაწყვეტილებაზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)