|
2017-11-28 12:05:03, 1730 ნახვა
ეკონომიკა
ჰენრიკ ჰოლოლეი: საქართველო და ევროკავშირი ტრანსპორტის სექტორში მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ტრანსპორტის სექტორში. „საქართველოს უკავია მართლაც უნიკალური პოზიცია და ძალიან სტრატეგიული ადგილი, რადგან ის არის ქვეყანა, რომელიც ასრულებს ბუნებრივი კარიბჭის როლს რეგიონში და აკავშირებს სატრანსპორტო ჰაბებს ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ. თავის გამოსვლაში ჰოლოლეიმ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან არსებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. „საქართველო არის ძალიან კარგი მოდელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და რეგულაციების აპროქსიმაციის კუთხით“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა. ჰოლოელიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები კანონის უზენაესობისა და ბიზნესგარემოს განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, კანონის უზენაესობა და ბიზნესის კეთების საკითხები ერთნაირად წარმატებით ვითარდება საქართველოში. „დღეს თქვენ უკვე ძალიან სერიოზული ინვესტიციები გაქვთ, გამჭვირვალე პროცედურების დანერგვის კუთხით და არ არის გასაკვირი, რომ საქართველო გახდა მთავარი აქტორი სარტყლისა და გზის ინიციატივაში“, აღნიშნა მან. პანელის ფარგლებში, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებთან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარემოსდაცვით და ეკოლოგიური თვალსაზრისით გონივრული განვითარების აუცილებლობაზე. ჰოლოლეიმ მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის მიმდინარე ხედვები ჩინეთთან სახმელეთო კავშირების განვითარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ აუცილებელია ორ რეგიონს შორის თავსებადობის და ურთიერთშევსების უზრუნველყოფა, რათა შესრულდეს ის მიზნები, რომელიც სარტყელისა და გზის ინიციატივით არის განსაზღვრული, რას თავის მხრივ შექმნის ახალ სატრანსპორტო კორიდორებს და შესაძლებლობებს, მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვისაც. გამჭვირვალება, ძირითადი საბაზრო წესების დაცვა, საუკეთესო ხარისხის საქონელი და მომსახურება, ეფექტური მმართველობა, გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა - ჰოლოლეის განცხადებით, ესენია ის აუცილებელი პირობები, რასაც ელოდება ევროკავშირი აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებიდან. ამასთან ევროკავშირის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე სატრანსპორტო სექტორში. „უსაფრთხოება პირველ ადგილზეა და ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს, რომ ნებისმიერ სატრანსპორტო მოდელს დაუჭიროს მხარი, თუ ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჰოლოლეიმ განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის პოლიტიკა სამოქალაქო ავიაციისა და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით და განაცხადა, რომ ბარიერების მოხსნის, ღია კონკურენციისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გადაადგილების საიმედოობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ტურიზმის განვითარებისთვის.
(NS)
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)