|
2017-11-28 11:18:18, 1660 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა მოლდოვას პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის ფარგლებში მოლდოვას მთავრობის მეთაურს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უმასპინძლა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან, პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდგომ გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც საქართველოსა და მოლდოვას შორის ხელი მოეწერება „„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" კონვენციას და „მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას". ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება პაველ ფილიპის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. პაველ ფილიპი ვიზიტის ფარგლებში ესტუმრება წინანდალს სადაც მოინახულებს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს და დაათვალიერებს ტექნო-პარკს. „მოხარული ვარ ვიმყოფებოდე საქართველოში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით. პირველ რიგში მსურს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოვხატო საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული ფაქტის გამო. ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა ჩვენ აქამდეც გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა. ეს არის ჩემი მეოთხე შეხვედრა მასთან, პირველად ჩვენ ერთმანეთს კიევში სუამი-ს ღონისძიების ფარგლებში, შემგომ კი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში შევხვდით, რამდენიმე დღის წინ კი ასევე მქონდა საშუალება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის. ეს არის კარგი საშუალება განვიხილოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მოლდოვას და საქართველოს აქვთ ბრწყინვალე ურთიერთობები, მოლდოვა საქართველოს მეგობარია. მოხარული ვართ რომ ვმონაწილეობთ აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ფორუმში, რომელშიც ვმონაწილეობთ არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არამედ ბიზნეს დელეგაციით. საქართველოს და მოლდოვას აქვს საერთო მიზანი, ორივე ქვეყანა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, თუმცა საერთო ევროპული მიზნის გარდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. გვაერთიანებს საერთო გამოწვევა - ტერიტორიული კონფლიქტები, რაც არის ორივე ქვეყანაში და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ საერთო პრობლემის ირგვლივ", - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის დროს.
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)