08:04 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 18:50:01, 2045 ნახვა

საზოგადოება
წლის სტარტაპერის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

28 ნოემბრიდან შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტ სტარტაპკომპანიას და მას ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაში დაეხმაროთ.

ხმის მიცემა სულ მალე დაიწყება ვებგვერდზე www.businessaward.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პროექტში მონაწილე სტარტაპერების ჩამონათვალი და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველს. ხმის მიცემა გაგრძელდება 6 დეკემბრის ჩათვლით. ერთ მომხმარებელს 24 საათში ერთხელ შეეძლება საკუთარი არჩევანის დაფიქსირება.     

„ბიზნესდაჯილდოება 2017" თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება. პროექტის მიზანი არსებული ბიზნესების მხარდაჭერა და ახალი ბიზნესების წამოწყების ხელშეწყობაა.  წლევანდელ პროექტში 7 ნომინაციაში მონაწილეობა მიიღო 661-მა კომპანიამ, დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეარჩია ფინალისტები 6 ნომინაციაში.

პროექტის გამარჯვებულები გალა ღონისძიებაზე 8 დეკემბერს გამოვლინდებიან. ხოლო, ნომინაციაში წლის სტარტაპერი გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, რომლის მონაწილეც ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics