|
2017-11-27 13:21:34, 1937 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ მოხვდა, თუნდაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ტერორიზმში ბრალი აჰმედ ჩატაევს ბოლო ორი წლის განმავლობაში წაუყენეს. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ჩატაევს რამდენჯერმე ადამიანის ევროპული სასამართლო იცავდა. მანვე დასძინა, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას უნდ გასცეს პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. "პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ მოხვდა, თუნდაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. როგორ მოხდა თუნდაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კითხვები რა თქმა უნდა არსებობს და იმედი მაქვს უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან. ტერორიზმში ბრალი ჩატაევს ბოლო ორი წლის განმავლობაში წაუყენეს. ის უკვე 2 წელია რაც ტერორისტთა სიაშია. შესაბამისად, მანამდე მის საქმიანობაში არ ყოფილა რაიმე დამადასტურებელი, რომ კავშირში იმყოფებოდა ტერორისტებთან, პირიქით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იცავდა მას რამდენჯერმე. მათ შორის ავსტრიის ხელისუფლებამ მას ლტოლვილის სტატუსი მისცა და შეიძლება ითქვას, რომ შესაბამისი ინფორმაცია, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა ტერორიზმთან, მანამდე არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი უფლებადამცველის დამოკიდებულება უნდა იყოს მსგავსი, რომ უნდა დაიცვას ნებისმიერი ადამიანი, მითუმეტეს, რომ საუბარი იყო სხვა სახის დარღვევებზე. როგორც იცით, მას ბრალი არ დაუდასტურდა და საბოლოო ჯამში, გამამართლებელი განაჩენი დადგა“, - განაცხადა ნანუაშვილმა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)