|
2017-11-25 19:42:36, 2348 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღლონტი ბათუმის ტრაგედიაზე: შესაძლებელია საქმე გვქონდეს უცხო ქვეყნის სპეც სამსახურების მიერ ორგანიზებულ დივერსიასთან
ბათუმში მომხდარ ტრაგედიას განცხადებით და რეკომენდაციებით ეხმაურება იურისტი, ირაკლი ღლონტი, რომლის განცხადებით, შესაძლებელია საქმე გვქონდეს უცხო ქვეყნის სპეც სამსახურების მიერ ორგანიზებულ დივერსიასთან და მიმართავს სახელმწიფოს, ობიექტურ გამოძიებასთან ერთად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებზე გაიცეს გონივრული კომპენსაცია. ,, ვწუხვარ, ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში’’ მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ მოქალაქეებს. აქვე, მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს, რომლებმაც რთულ პირობებში შეძლეს ასეულობით მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა. მიმაჩნია, რომ მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა ოპტიმალურ დროში უნდა უზრუნველყოს ობიექტური გამოძიებს საფუძველზე ხანძრის გამომწვევი ნამდვილი მიზეზების დადგენა, რის საფუძველზეც ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, ეს იყო დაუძლეველი ძალით გამოწვეული უბედური შემთხვევა, პასუხისმგებელი პირების ბრალეულობით გამოწვეული უბედური შემთხვევა თუ მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც სამსახურების მიერ დაგეგმილი და აგენტურული ქსელის საშუალებით განხორციელებული დივერსია. დღეს, გამოძიების შედეგების გაცნობის გარეშე მე არ შემიძლია რომელიმე ვერსიაზე ვისაუბრო დარწმუნებით, თუმცა ვერ გამოვრიცხავ სპეც სამსახურულ დივერსიას, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა დგას მომეტებული საფრთხეების წინაშე და მოსალოდნელია ეკონომიკური საბოტაჟი და დივერსიული ოპერაციები. იქედან გამომდინარე, რომ მცირე / საშუალო ტიპის ბიზნესთან და ემიგრანტების გზავნილებთან ერთად, ტურიზმი გახლავთ ქვეყნის ეკონომიკისა და შემოსავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო, გამორიცხული არ არის ბათუმში მომხდარი ტრაგედიის უკან იდგეს მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას შეექმნას წარმოდგენები, რომ ახალ, ხუთ ვარსკვლავიან სასტურმოებსაც კი უზრუნველყოფილი არ აქვს ვიზიტორთა უსაფრთხოება. მიმაჩნია, რომ გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე უნდა ვუზრუნველყოთ პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება, რათა, მომავალში, ყველამ სწორად გააცნობიეროს მაღალი პასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ. ვფიქრობ, სახელმწიფომ დაუყონებლივ უნდა მოახდინოს გარდაცვლილ პირთა ოჯახებისთვის გონივრული კომპენსაციის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაცია ვერ შეამსუბუქებს ტრაგედიის შედეგად მათი ოჯახებისთვის მიყენებულ ტკივილს, კომპენსაციის გაცემა ეს არის სწორი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული დაშავებული მოქალაქის ჯანმრთელობის სრული რეაბილიტაცია და კომპენსირება. მომეტებული დივერსიული საფრთხეების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა გავამკაცროთ უსაფრთხოების ნორმები და აქ შესაძლებელია გავიზიაროთ ევროპის შესაბამისი ორგანიზაციების რეკომენდაციები, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის საბჭოს ხედვები, სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დადგენის და რისკების მინიმიზების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში უნდა განხორციელდეს რეგულარული მონიტორინგი სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობისა და მისი შემდგომში ეფექტურად მუშაობის თვალსაზრისით ‘’ - ნათქვამია იურისტის განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)