|
2017-11-24 17:33:07, 1875 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და შესაბამისი მონიშვნებით გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია. კახა კალაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად გაეცნო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამუშაოების მეორე ეტაპი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას მოიცავს, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. „ვირსალაძის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გზის საფარის გარდა, აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო. სერიოზულ პრობლემას ასევე, წარმოადგენდა კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა. დასრულდა ასევე, მოხაზვა. მიმდინარეობს მორეცხვითი სამუშაოები და რამდენიმე საათში, ეს გზა, რომელიც მშრალ ხიდს რუსთაველის გამზირთან დააკავშირებს, გაიხსნება. პროექტის მეორე ეტაპი ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებულ შვიდ ქუჩას ეხება, რომელთა ნაწილის რეაბილიტაციაც უკვე დასრულებულია. „საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია ივნისში დავიწყეთ. სამუშაოები ვირსალაძის, ხიდის ქუჩასა და ათონელის ნაწილზე უკვე დასრულდა. ორბელიანის მოედანზე - ვირსალაძის, ათონელის, ხიდის, ასევე, ფხოვის, ხაზინის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩებზე ყველა ტიპის საკომუნიკაციო ქსელი მთლიანად შეიცვალა. მოეწყო დრენაჟი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. გამოიცვალა ასევე საკანალიზაციო, წყლის, ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელი და ელექტროსადენები“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა. მისივე თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყება. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგება მტკვრის, ვირსალაძისა და ათონელის ქუჩის ნაწილზე უკვე დასრულებულია. დღეიდან, ვირსალაძის ქუჩასა და მშრალ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. გადაადგილება მშრალი ხიდიდან რუსთაველის გამზირის, ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სამუშაოები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ ქუჩებზეც გრძელდება, რაც საკომუნიკაციო ქსელების სრულ რეაბილიტაციასა და ყველა ტიპის კომუნიკაციის შეცვლას გულისხმობს. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, შპს „ინ-სი“ ასრულებს. პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)